რეზონანსი
28.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასგან მესამე ძალაზე საუბარი საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები „ნაციონალური მოძრაობის" აღიარებული სახეები არიან.

„როგორც უგულავას, ისე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასგან რაიმე სახით საუბარი მესამე ძალაზე, იმ ძალაზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის დაკავშირებული, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და თვალის ახვევაა. რეალურად, არანაირი შუაშისტური ძალა არ არის და არც შეიძლება არსებობდეს საქართველოში. ეს პირები, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის" აღიარებული სახეები. ნიკა გვარამია - ყოფილი პროკურორი, პროპაგანდისტი, „ნაციონალური მოძრაობის" ჯალათი, ნიკა მელია, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა ქვეყნის რეალურ გადაწყვეტილებებთან და სასამართლო გადაწყვეტილებებს წინ აღუდგა, უგულავა უამრავი მილიონის ქურდი. ეს ძალა ვერაფრით მოატყუებს საზოგადოებას და ვერ წარადგენს საკუთარ თავს, როგორც რაიმე კუთხით მესამე, შუაშისტური ძალა. პერსპექტივა აქვთ ნულოვანი, რადგან სწორედ ასეთი ნდობა და რეიტინგი გააჩნიათ მათ საზოგადოებაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×