რეზონანსი
28.02.2024

"თუ რამე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ინიციატივას დასავლური სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით.

"მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე [სადაც მაკრონმა აღნიშნული ინიციატივა გააჟღერა]. მან თქვა, რომ ისაუბრებს ახალ იდეებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გააზიარებს ინფორმაციას უკრაინაში ჩასვლისას. მარტის შუა რიცხვებში... თუ მსოფლიოში რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა შეხვედრა მაკრონთან, რა დროსაც განიხილეს მრავალი ინიციატივა უკრაინის ბრძოლის ველზე გაძლიერების მიზნით. ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივაა, რომ პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინას იარაღის დროულად მიწოდებაზე.

"ჩვენ უნდა გადავრჩეთ და უკრაინისთვის გადარჩენა ნიშნავს ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე არ შემიძლია გაგიზიაროთ, მაგალითად, არტილერიის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა... ყველაფერი, სადაც გვაქვს შეთანხმებები და ხელშეკრულებები დახმარებისთვის, ყველაფერი დროულად უნდა მოვიდეს", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარიზში შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაზე ისაუბრა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი ამჟამად არ არსებობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×