რეზონანსი
29.02.2024

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ იო­ა­ნე კა­ზა­ი­ანს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა გა­სუ­ლი წლის 26 სექ­ტემ­ბერს, ბოლ­ნის­ში მომ­ხდარ სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას.

40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაც­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნით ჯერ მე­უღ­ლე, ნაზი ამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნი მოკ­ლა, შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი შე­ეს­წრნენ. რო­გორც ჩანს, ერთ-ერთი ბავ­შვი ცდი­ლობ­და მო­ჩხუ­ბა­რი მა­მის გა­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც მან და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში მი­ი­ღო.

"რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბოლ­ნის­ში მომ­ხდა­რი, გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, ბოლ­ნის­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის და შუ­რის­ძი­ე­ბის ნა­დაგ­ზე მე­უღ­ლეს არას­რუ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 30 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა 11პრი­მა,109-ე მუხ­ლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა. სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×