რეზონანსი
01.03.2024

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. ამის შესახებ მან ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მსურს, განვმარტო ბუდაპეშტის პოზიცია უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. არსებობს ორი სავარაუდო სცენარი: პირველი - როდესაც დრო ევროკავშირისა და უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და კონფლიქტი გრძელდება, და მეორე - როდესაც დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ჩემი აზრით, მეორე ვარიანტთან გვაქვს საქმე, ამიტომ ევროკავშირმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ", - აღნიშნა ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×