რეზონანსი
01.03.2024

22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზრდოს. გამოძიებამ უკვე გამოკითხა იმ სახლის მეპატრონეები, სადაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ 21 წლის ოთო ცინდელიანმა თავი შეაფარა და მტკიცებულებები გაანადგურა. ახლა საინტერესოა, მისცემს თუ არა ბრალდებული ცინდელიანი ჩვენებას დეიდისა და ბებიის წინააღმდეგ, რომლებიც საბედისწერო ღამეს მას სახლში დახვდნენ და სავარაუდოდ, გაქცევაშიც დაეხმარნენ.

უკვე დადასტურებულია, რომ 21 წლის ბიჭი მკვლელობის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს ჩვენება მან პოლიციას თავდაპირველად მოწმის სტატუსით მისცა. ამის შემდეგ ბრალდებულს დუმილი აღარ დაურღვევია. პირველ სასამართლო სხდომაზე კი შოკისმომგვრელი დეტალები გახდა ცნობილი. ცინდელიანმა გოგოს 59 ჭრილობა მიაყენა და როცა ნახა, რომ ქეთი ჯავახიშვილი მაინც ცოცხალი იყო, დამარხა და თავზე ნარჩენები დააყარა.

ტვ პიტველი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×