რეზონანსი
01.03.2024

სომხეთმა და თურქეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, მიაღწიონ ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციას.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხი, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლები ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში.

„მოხდა აზრთა გაცვლა ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით შესაძლო კონკრეტულ ნაბიჯებზე", - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთის და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×