რეზონანსი
02.03.2024

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღე დარჩა:

3 მარტი – დედის დღე

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

ვინაიდან 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, დასვენების დღეები იქნება 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით.

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×