რეზონანსი
02.03.2024

ოპოზიციას ველოდებით განხილვებში, თუ ის მიიღებს მონაწილეობას. აქ საუბარი არის მხოლოდ პრინციპზე, რომ ლგბტ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დღემდე ოპოზიცია ან დუმს ან ქილიკით ეხმაურება ამ ყველაფერს. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში არ არის ლგბტ პროპაგანდის ადგილი. ოპოზიციას ველოდებით განხილვებში, თუ ის მიიღებს მონაწილეობას. აქ საუბარი არის მხოლოდ პრინციპზე, რომ პროპაგანდა უნდა აიკრძალოს. საუბარი არ არის არც პირად უფლებებზე, რომელიც დაცული უნდა იყოს და დაცულიც არის. უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და ლგბტ პროპაგანდა, არა სწორი, არა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ეს მიუღებელია საქართველოს უმრავლესობისთვის", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას, კანონის ძალით გეგმავს. თუმცა, აქვე ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. ოპოზიციაში ჯერ კიდევ არ იციან, ჩაერთვებიან თუ არა განხილვებში. ისინი კვლავ არ აფიქსირებენ მხარდაჭერას ანტიპროპაგანდისტული ინიციატივის მიმართ. კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს" უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×