რეზონანსი
02.03.2024

12 წლის ანი ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბი­სას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ექ­სპერ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი შეც­ვა­ლა(და­უმ­ძი­მა).

ექ­სპერტს ბრა­ლი ედე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა­ში, რაც, სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში და, შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ექ­სპერტს თავ­და­პირ­ვე­ლად ბრა­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი), რაც, სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექ­სპერ­ტი მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლით - ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით - გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

ოჯა­ხი­სა და „უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" ად­ვო­კა­ტე­ბის არა­ერ­თი მი­მარ­თვის შემ­დეგ, 2024 წლის 9 იან­ვარს, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი და­ა­ზუს­ტა და 370-ე მუხ­ლის 1-ელი ნა­წი­ლით გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა, რაც გუ­ლის­ხმობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლას, რაც ექ­სპერ­ტის მიერ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვის ობი­ექ­ტის და­უც­ვე­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით, მხო­ლოდ ოთხ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეს დე­დის, ნატო ხუ­ტაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რია ექ­სპერტ და­ვით გრი­გო­ლი­ა­ზე, რო­მელ­საც 15 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო შტა­ჟი აქვს და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მან შეც­დო­მა არა გა­უ­აზ­რებ­ლად, არა­მედ შეგ­ნე­ბუ­ლად და­უშ­ვა.

"და­ვით გრი­გო­ლი­ამ და­ა­ზი­ა­ნა ანაწ­მენ­დე­ბი, რო­მე­ლიც მან არას­წო­რად აიღო და შე­ფუ­თა. მას შე­ეძ­ლო და­ე­წე­რა, რომ ეს ანაწ­მენ­დე­ბი იყო მხო­ლოდ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის. არ და­ა­წე­რა. ასე­ვე არ აიღო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნი­დან ანაწ­მენ­დე­ბი. თმა, რო­მე­ლიც ბავ­შვს ფრჩხილ­ში ჰქონ­და, ვერ შე­ნიშ­ნა.

ეს იყო იმ ღა­მეს მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი, რაც ხელ­ში გვქო­ნო­და. ის არ არის რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. და­სას­ჯე­ლი ყვე­ლა უნდა და­ი­სა­ჯოს. ამ ნა­გავ­მა ყვე­ლა­ფე­რი მოს­პო იმ ღა­მეს. ამ­ბობს, სას­წა­ულ დღე­ში ჰქონ­და ყელი და ჩავ­თვა­ლე, რომ არ უნდა ამე­ღო ნი­მუ­შე­ბიო. რა­ნა­ი­რად? 15 წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს, 15 წლის მან­ძილ­ზე რომ ეს არ იცის, ეს არ­ცოდ­ნაა? ეს შეგ­ნე­ბუ­ლად არის გა­კე­თე­ბუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და "ტვ პირ­ველს" ნატო ხუ­ტაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დიდ დი­ღომ­ში, 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 16 მარტს იპო­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×