რეზონანსი
02.03.2024

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მშენებლობას, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობას, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებს, თუმცა, კლების ტენდენცია კვლავინდებურად ფიქსირდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ვაჭრობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.

როგორია წლის სტარტი და რა პროგნოზებია სამომავლოდ, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

„ასეთი მაჩვენებელი პრინციპში, ლოგიკურია და დავარქმევდი ნორმალიზებას. არახალია, რომ ჩვენ 10%-იანი ზრდის პოტენციალი არ გვაქვს და ეს მაღალი ზრდა, ერთის მხრივ კოვიდის შემდგომ აღდგენით იყო გამოწვეული, მეორე მხრივ, ერთჯერადი ფაქტორებით, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან.

მიგრაციის ეფექტი და მიგრაციის და გზავნილების პიკი უკვე გადავლილია. საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, მათ შორის ინფლაციის კუთხითაც, თუმცა ამ ნეგატივთან ერთად, გარკვეული პოზიტივი ის იყო, რომ ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ფასებიც გაძვირდა. იქნებოდა ეს ფერო, აზოტი თუ სხვა პროდუქტები, ეს პიკიც გადავლილია და ახლა უკვე საბაზრო ეფექტი უარყოფითად მოქმედებს. ამ ფონზე 5.8% ნამდვილად არაა ცუდი მაჩვენებელი. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენი პროგნოზი 4.8% იყო 2024 წლისთვის. მას შემდეგ, რაც საქსტატმა გადახედა ზრდას, მეთოდოლოგიურად სხვა მაჩვენებლები დაიდო, ისტორიული. ძირითადად ამის გამო ჩვენც 5.6%-მდე ავწიეთ პროგნოზი,"- განაცხადა ოთარ ნადარაიამ „კომერსანტის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×