რეზონანსი
02.03.2024

ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება" იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ეხებოდა.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. პირველი შეხვედრა გავმართე აჭარაში. ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება" იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ახლა ყველგან, ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები რეგიონებში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×