რეზონანსი
02.03.2024

ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შესაძლოა, რომელიმე მინისტრი არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მარტივი მოცემულობაა. თქვენ ნუ ეძებთ სკანდალს და დამერწმუნეთ, ვერ იპოვით. რეალურად მდგომარეობა მარტივადაა. მთავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე. როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, თუ არ ვცდები, მაშინ 6 მინისტრი შევცვალე. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შესაძლოა, რომელიმე მინისტრი არ ეთანხმებოდეს, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება.

როგორც ვიცი, თავად ჯანდაცვის მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×