რეზონანსი
02.03.2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×