რეზონანსი
04.03.2024

მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

მაჭარაშვილის თქმით, არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს გამოტანილი ვერდიქტი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და სასჯელი უნდა მოიხადოს.

„სალომე ზურაბიშვილმა რაც პატრიარქთან დაკავშირებით იკადრა, რა თქმა უნდა, მისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ამ ქალს თავი ზევსი ჰგონია, ძალებს განაგებს და სახელმწიფოსა და ეკლესიას ცალ-ცალკე ალაგებს, სად პროევროპული უნდა იყოს და სად - პროდასავლური. მისგან სააკაშვილის შეწყალებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ მთავარია ის, რომ არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს ვერდიქტი გამოტანილი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, რომლის გამოც მან სასჯელი უნდა მოიხადოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×