რეზონანსი
02.04.2024

სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილის განცხადებით, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ნაკრებს გამარკვება მოულოცა.

„რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ მილოცვა ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან.

მინდა ვუთხრა ამ თემით დაინტერესებულ მედიას, რომ საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის. ბიძინა ივანიშვილი ათეულობით წლების განმავლობაში ახორციელებდა ქველმოქმედებას ისე, რომ მისი სახელი და გვარიც კი არავინ იცოდა და რა გასაკვირია, რომ გულითადი მილოცვა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ყოველგვარი აფიშირების გარეშე მიიღო", - განაცხადა კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა.

ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ისტორიაში პირველად 120 წუთი ითამაშა და პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა. ამგვარად საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა.

ჩვენთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×