რეზონანსი
02.04.2024

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს. სოციალურ ქსელ X-ზე კოსტინმა ახალი პოსტი დადო, რომლის ერთ-ერთი ფოტოდან ადეიშვილი ჩამოჭრილია.

საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, კონფერენციას "სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის" დაესწრო.

როგორც ანდრეი კოსტინის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრს უკრაინის მიმართ ნაჩვენები უდიდესი მხარდაჭერისთვის სამართლიანობის სწრაფვისკენ. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: "როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×