რეზონანსი
03.04.2024

ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიცირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.

„ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონებს არ დავაბრუნებთ. მათ შორის შეხვედრების დროს დონერების მხრიდან იყო პირობა, რომ დაფინანსება, ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე, გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში. მერე ამას როგორ ნიშნის მოგებით აღნიშნავენ სხვადასხვა აქტორები. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მიზნობრიობის გარეშე მისცეს გრანტი. ეს ხომ ტყუილია. ესე იგი, რამდენად გააშავა ფული რომ თქვა, რომ „დიახ, გასკდით გულზე, მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა გრანტი". ამ შემთხვევაში პირდაპირ თავხედურად აცხადებდნენ, რომ „მიზნობრიობის გარეშე დაგვიმტკიცდა თანხები".

რაც შეეხება შარშანდელს, იქ იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც მაქსიმალურად დავაზღვევთ. უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის, საინფორმაციო თვალსაზრისითაც. ერთი რამ უნდა ვაღიაროთ, შარშან კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით," - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×