რეზონანსი
03.04.2024

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა 33 წლის ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული.

„ბათუმში ცხოვრობენ, შუახევში წაიყვანა და გზაში ყელი გამოჭრა, მიზეზი არ ვიცი. შემდეგ კაცმაც თვითდაზიანება მიიყენა, ამბობენ მძიმედ არისო, მეტი არაფერი ვიცი", - უთხრეს „ტვ25"-ს.

რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×