რეზონანსი
03.04.2024

რატომ შეიძლება ჩაეკეტოს ქვეყანას გზა ევროპისკენ თუ ის მიიღებს ანალოგიურ კანონს, რაც არის მიღებული აშშ-ში, ისრაელში, ავსტრალიაში და რომელსაც განიხილავს ევროკავშირი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც თავად ევროკავშირი განიხილავს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს იმის ძალა და დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ, რომ თუ ტყუილს იტყვის, ვინც არ უნდა იყოს და მითუმეტეს თუ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, იმის ძალა გაგვაჩნია, რომ ვთქვათ - ეს არის ტყუილი. უნდა გაგვაჩნდეს იმის ძალა, რომ არასწორ ინფორმაციას დავარქვათ არასწორი ინფორმაცია. „რუსული კანონია და დამთავრდა" - ასე არ გამოვა. ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამაში რა არის რუსული. ტყუილია, რომ ეს არის რუსული კანონი. ვინ იტყვის ტყუილს და ვინ შეჰყვება ტყუილ ნარატივს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ქართველ ხალხს ჩვენი პასუხისმგებლობიდან, დამოუკიდებლობის ხარისხიდან, სუვერენიტეტის ხარისხიდან, ეროვნული თავმოყვარეობის ხარისხიდან გამომდინარე უნდა ვუთხრათ, ვინც რაც არ უნდა თქვა, წმინდანების დონეზე არავინ არ უნდა ავიყვანოთ, ეს ადამიანი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×