რეზონანსი
03.04.2024

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში, გამართულ ახალგაზრდების იდეათონში, ერთ-ერთი გამარჯვებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტის გუნდი გახდა. იდეათონის ჟიურის ერთ-ერთი წევრი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მთავარი ინჟინერი ფრიდონ ახალაძე იყო. 

კომპანიის განსაკუთრებული მოწონება სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებბა დაიმსახურეს, რომლებმაც ჭკვიანი, მულტიფუნქციური სკვერის იდეა წარმოადგინეს. აღნიშნული იდეის შემდგენელი ნაწილი იყო გარე განათების, პარკირების სისტემის, ხანძრის საწინააღმდეგო, ნარჩენების ურნის და მოლაპარაკე ისტორიული ძეგლების ჭკვიანი მოწყობილობების სისტემები. 

,,აუცილებელია ახალგაზრდების იდეების მოსმენა და მხარდაჭერა. ახალი თაობა მოდის და მართლაც ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძვნებული იდეები მოაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება“  - განაცხადა ფრიდონ ახალაძემ.

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პრიზები გადასცა როგორც მის ფავორიტ გუნდს, ასევე კომპანიის იმერეთის რეგიონის ქვესადგურის მორიგეს ზურაბ გერაძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა იდეთონში, მან ნარჩენების ჭკვიანი ურნის იდეა წარმოადგინა. იდეათონში მონაწილეობის მიღება 14-დან 30 წლამდე ყველა ახალგაზრდას შეეძლო. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×