რეზონანსი
15.04.2024

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარლამენტთან შეკრებილებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, "უსამშობლოებად და რადიკალებად" მოიხსენიებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ისევ ამტკიცებს, რომ ვერც ოპოზიციამ და ვერც არასამთავრობოებმა რუსული კანონის წინააღმდეგ ვერცერთი არგუმენტი ვერ წარადგინეს.

აქ ვინც არის წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, რადიკალები, უსამშობლოები, რომელსაც ერთი არგუმენტის წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ დასხდნენ და მოუხმონ ერთ არგუმენტს მაინც, რატომ არის რუსული? იმიტომ, რომ იციან, რომ ეს არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა. მერე უკვირთ, რატიომ ვითხოვთ პირდაპირ ევროკავშირის ელჩთან ან სხვა ელჩებთან დებატებს, იმიტომ, რომ ამათ არგუმენტი არ აქვთ, - ამბობს ზარქუა. 

დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.

პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარეობს.

მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×