რეზონანსი
15.04.2024

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უპრეცედენტოდ კონსტრუქციული და პარტნიორული შეთავაზებაა.

მისი თქმით, ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ საკანონმდებლო განხილვაში და პირველწყაროსგან მიიღონ ინფორმაცია კანონთან დაკავშირებით.

"ეს არის უპრეცედენტოდ კონსტრუქციული და პარტნიორული შეთავაზება. პრაქტიკულად, მათ ეძლევათ საშუალება, რომ ჩაერთონ საკანონმდებლო განხილვაში, ჩაერთონ სახელისუფლებო შტოებთან ერთად ამ კანონპროექტის რევიზიაში და შეიქმნან შთაბეჭდილება პირველწყაროდან, თუ რას ეხება და რას არ ეხება ეს კანონი. მაშინ, ალბათ, ზოგიერთ ქვეყნის ელჩი აღარ იტყვის, რომ ეს კანონპროექტი არის რუსულთან დაახლოებული", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×