რეზონანსი
15.04.2024

ეს არის იყო შემთხვევითი, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმას გამოეხმაურა.

„ჯერ ეს ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა, რომელ კაცობაში, ქართველობაში ზის და ცხოვრებაში ამას რომ ვერ გამიბედავდა ეს „კაცი“, ამაზე ლაპარაკი აღარ არის. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და რწმენა და ამის გამო ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ, თორემ მერე ასეთი არამზადები სარგებლობენ და ვითომ კაცობენ, ამას საკადრისი პასუხები გაეცემა. ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენს მიმართ ვხედავთ.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა მესიჯი, რომელიც მისმა მეგობრის შვილმა მისწერა, რომელიც სხვათა შორის შარშან აქციებზე იდგა. სხვათა შორის რამდენიმე ჟურნალისტს ჩავუგდე რამდენიმე დღის წინ ეს მესიჯი - იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა, დღეს ერთ-ერთი ონლაინ გამოცემა რომ არ დაუშვით, ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე. პარლამენტში ვინც ჩვენები არიან არცერთს არ აქვს არაფრის თავი და იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს ძალიან შეუბერაო. წესით პროვოკაციებს იკადრებენ, ამ დღეებში უკადრებელს იკადრებენ და მინდა იცოდესო. ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია. თუ ჩხუბი უნდოდა, პირისპირ მოვიდეს, ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×