რეზონანსი
20.04.2024

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას - წარმომადგენელთა პალატას, ორივე პარტიას და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს "გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ისტორიას სწორ მსვლელობას უნარჩუნებს."

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში - სენატში, რის შემდეგაც, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა.

"დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება მნიშვნელობა მსოფლიოში და არასდროს განიცდის მარცხს, სანამ ამერიკა მათ დაცვაში დახმარებას გაწევს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტი აშშ-ის დახმარების შესახებ, რომელიც დღეს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, დაგვეხმარება აღვკვეთოთ ომის გაფართოება, გადაარჩენს ათასობით და ათასობით სიცოცხლეს და ორივე ჩვენს ერს უფრო ძლიერს გახდის",- წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×