რეზონანსი
21.04.2024

მომავალ კვირაში იქნება საკომიტეტო მოსმენა და შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე გავა. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, როგორც აქამდე, არანაირ რეალურ დისკუსიაში არ შემოვა მარტივი მიზეზის გამო, ამ არანაირი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგო არ გააჩნიათ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ მოგვიწევს გავლა მუხლობრივად, პუნქტობრივად და თუკი ვინმეს იმავე არასამთავრობო სექტორიდან გაუჩნდება რაიმე არგუმენტი ან რაიმე აზრი ამ კანონთან დაკავშირებით გამოსახატი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ გულმოდგინედ მოვუსმინოთ. ოპოზიცია სამწუხაროდ დღეს არის ამოფარებული ახალგაზრდებს და მათ სურთ, რომ ახალგაზრდების ზურგზე, ახალგაზრდების ზურგს უკან მიაღწიონ თავიანთ ვიწრო პოლიტიკურ მიზანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×