რეზონანსი
21.04.2024

"გამჭვირვალობის" კანონპროექტზე მსჯელობა პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება. კანონმდებლები ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. პროცედურის თანახმად, დეპუტატებმა, დოკუმენტი მუხლობრივად უნდა განიხილონ.

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციისგან არგუმენტებს ელოდება და ამბობს, რომ ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისევ შეეცდება. კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, მას დემოკრატიულ პროცესებთან კავშირი არ აქვს. ოპონენტები კი კანონის უკან გაწვევას ითხოვენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანონის გაწვევა ძალიან კონკრეტული მოთხოვნაა და ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.

"თავისი გარდამავლით და გარდამომავალით სულ არის 11 მული და ეს კანონი არის 11-ჯერ რუსული. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერში ვიქნებით ჩართული და ვიქნებით წინა ფლანგზე აბსოლუტურად ყველგან სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაა აუცილებელი. კანონის გაწვევა არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×