რეზონანსი
22.05.2024

ლიტვის სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სტილის კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს. 

"სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს განიხილოს საპასუხო ზომები იმ შემთხვევაში, თუ საქარველოს მთავრობა დაძლევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, მიიღებს ამ კანონს და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას" – წერია რეზოლუციაში.

ლიტვის პარლამენტი გმობს აქციებზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და რუსული კანონის კრიტიკოსების ორგანიზებულ დაშინებასა და მათზე ფიზიკურ ძალადობას.

"სეიმმა კატეგორიულა დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და აქციებზე მყოფი ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. ასევე, მიუღებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დისკრედიტაციის, დაშინებისა და პირდაპირი ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია და განმარტა, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მსგავსი ქმედებები მიუღებელია, კერძოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყნისთვის". – ვკითხულობთ რეზოლუციაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×