რეზონანსი
22.05.2024

ვრცელდება ფოტო კაცის, რომელმაც ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა. 30 წლამდე კაცი პოლიციაშია გადაყვანილი. მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პირაშვილია.

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია დედა-შვილი.

ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.

კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარზე, 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×