რეზონანსი
24.05.2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის".

„გონჩარეკოსა და მისნაირ არაერთხელ ჩასვრილ ავანტიურისტებს ვურჩევ საქართველოზე საუბრის ნაცვლად ხელში იარაღი აიღოს და რუსეთ-უკრაინის რომელიმე ფრონტის ხაზზე იბრძოლოს! უკრაინას ახლა ძალიან უჭირს, თუ რამის თავი აქვს, მის სამშობლოს მოახმაროს, არც უცხოეთში სასწავლებლად თუ საცხოვრებლად გახიზნულ საკუთარი ვაჟის თუ მოხმობა იქნება ცუდი, ერთ დაჭრილ მეომარს მაინც ჩაანაცვლებდა", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×