რეზონანსი
24.05.2024

ახლა ქვეყანას აქვს ყველაზე მთავარი ამოცანა შესასრულებელი. ქვეყანა იხსნას შესაძლო ომისაგან, რაც რეალურია, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„შუა დერეფანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი არის საქართველო აზიასა და ევროპას შორის და გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან ეს უკვე ეჭვს იწვევს, ეს მათთვის მიუღებელია და ამიტომ ზეწოლის შედეგობრივი თვალსაზრისით იმასაც გულისხმობენ, რომ ესეც ჩააგდონ.

რა თქმა უნდა, ამერიკისათვის საქართველოს აქვს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის როლი. როცა მას დასჭირდება გამოიყენოს როგორც ჯოხი ველოსიპედში, როგორც სადგისი, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის შეთავაზებით ომის დაწყების აქტორი - სისხლის დამცლელი სურთ ამიერკავკასიაში რუსეთისათვის.

სტრატეგიული ურთიერთობა ამით არ უნდა გამოიხატებოდეს. მაგრამ დღეს, აშშ-საც და დასავლეთსაც აქვს უმთავრესი მიზანი - სასურველი შედეგით დასრულდეს უკრაინაში დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება. მიუხედავად ნახევარი მსოფლიოს ჩართულობისა, არ აღმოჩნდა რუსეთი იოლად დასამარცხებელი. პირიქით, რუსეთი თავის საომარ პოზიციებს იმაგრებს და არასასურველი სცენარით მიმდინარეობს ეს პროცესები. ამიტომ მათი უმთავრესი ამოცანა დანარჩენს უგულებელყოფს, მათ შორის საქართველოს ინტერესებსაც", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×