რეზონანსი
26.05.2024

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებთან ახალ სამოქმედო გეგმა - „ქართულ ქარტიას" წარადგენს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მიმართვისას განაცხადა.

" მე ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მჯერა ქართული საზოგადოება მზადაა, იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგათ, აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში. გაუმარჯოს საქართველოს!", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×