რეზონანსი
27.05.2024

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლის მიხედვითაც  "აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

"ვთვლით, რომ აბსოლუტურად შეუფერებელია ნებისმიერი საუბარი საქართველოს შემადგენლობაში ე.წ. შესვლაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან მრავალწლიან ბრძოლაში მოიპოვა და თავისუფლებისთვის დიდი საზღაური გადაიხადა." – წერენ მარიონეტები.

მარიონეტები ასევე ირწმუნებიან, რომ "სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება" და ირჩევენ სუვერენული სახელმწიფოს შენებისა და რუსეთთან კავშირების ინტეგრაციის გზას. ასევე, სეპარატისტული რეჟიმი წერს, რომ მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა "რეალური საფრთხე შეუქმნას რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას".

ეს ეშმაკის ნაკარნახებია – კარასინი კობახიძის "აფხაზ და ოს და-ძმებთან ცხოვრების" სურვილზე

შამბა კობახიძეზე: საქართველოსთან კონფედერაციის საკითხის განხილვას არ ვაპირებთ

წინასწარ უნდა განვაცხადოთ, კონფედერაციის კომპრომისი შეუძლებელი იქნება – ახრა ბჟანია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2030 წელს საქართველო "აფხაზს და ოს ძმებთან და დებთან ერთად" ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს.

"ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი." – თქვა კობახიძემ 26 მაისს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×