რეზონანსი
11.06.2024

კონგრესშიც უნდათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილონ, უკრაინის მსგავსად, „ძლიერი დემოკრატია“ საქართველოშიც იყოს, ანუ მათი მიზანი ომია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ შავი ფული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგაა მიმართული და ძალადობის წახალისებაზე იხარჯება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ დონორი ორგანიზაციები, როდესაც დეპუტატებს მკვლელობითა კეფაში ტყვიის სროლით ემუქრებიან, ოჯახის წევრებზე ტერორს ახორციელებენ, დღემდე არ გამოთქვამენ სინანულს. ამას ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, ე.წ. შავი ფული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ძალადობის წახალისებაზე იხარჯება. კონგრესშიც ვნახეთ „ფილმი“. უნდათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაცილონ, რათა „ძლიერი დემოკრატია“, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია, საქართველოშიც იყოს. მათ საქართველოში ომი უნდათ. ესაა მათი მიზანი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×