რეზონანსი
11.06.2024

ამერიკული სანქციების შემდეგ, დეპუტატები პარლამენტში პირველ სესიაზე იკრიბებიან.  "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომგადაწყვეტილება რომელიც სახდეპმა მიიღო, არასამართლიანია.

არჩილ თალაკვაძის თქმით,  სანქციებს მაშინ აქვს აზრი, როცა ის სამართლიანია.

"ოცნების" დეპუტატს იმედი აქვს, რომ მომავალში ამერიკის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას გადახედავს, თუმცა თალაკვაძე თვლის, რომ ამისთვის მმართველმა ხელისუფლებამ არანაირი მოტივაცია არ უნდა მისცეს შტატებს.

სანქციებს მაშინ აქვს აზრი, როცა ის სამართლიანია და ერთადერთი, ვისაც ეს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით გაუხარდათ, არიან საერთო მტრები, რომლებიც წლების განმავალობაში ძირს უთხრიან საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ კურს და საქართველო- ამერიკის ურთიერთობებს, ამიტომ მე მჯერა, რომ მომავალში ამერიკის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას გადახედავს. ჩვენი უპირველესი მიზანი არის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. 

ჩვენ რა მოტივაცია უნდა მივცეთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინეტერესებს და ჩვენ ვიტრებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის საქართველსო და ქართველი ხალხის ინტერესებში", - ამბობს თალაკვაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×