რეზონანსი
11.06.2024

ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას, სამწუხაროდ, ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ზოგიერთი ოპოზიციური ფრაქციისა და დეპუტატის მხრიდან ბოიკოტთან დაკავშირებით პარლამენტში განაცხადი შევიდა.

„ბოიკოტი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ეზარება სამსახურში სიარული და შეუძლია, დაწეროს, რომ არ მოდის ან ვიღაც, რაღაც არ მოსწონს, ცუდ ხასიათზეა, ან პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. მათ შორის, თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს ძირითად შემთხვევაში პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება. სამწუხაროდ, პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიცია ძირითადად ამას არდადეგებისთვის იყენებს. ჯერ ამ პრაქტიკას მივყვეთ და მომავალი მოწვევის პარლამენტში ალბათ მნიშვნელოვანია, რომ რეგლამენტში ეს უფრო ცალსახად იყოს გაწერილი და არ იყოს საფუძველი იმისა, რომ სამსახურში სიარულის გარეშე ზოგიერთმა ოპოზიციონერმა წევრმა ხელფასი აიღოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×