რეზონანსი
11.06.2024

"კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშსწორება ზუკა ბერძენიშვილზე ნათლად ცხადყოფს, რა რთული მდგომარეობაა შექმნილი ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო გამწვავდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად", - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს.

დავითაიას განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე.

ვგმობთ იმ თავდასხმას რაც განხორციელდა ზუკა ბერძენიშვილზე.  ზუკას   მამა, დავით ბერძენიშვილი მრავალი ათეული წლები ებრძოდა რუსეთის იმპერიას და  იცავდა ქართულ ინტერესებს,  ძალიან მძიმე სანახავია, რომ  დღეს  წნეხის ქვეშ ჰყვება მისი შვილი, რომელსაც ბრძოლა ისევ   საქართველოს  სუვერენიტეტისთვის  უწევს.

მოვუწოდებ   სამართლადმცავ ორგანოებს, უსწრაფეს რეჟიმში გამოიძიონ ეს საქმე  და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, ვინც მოაწყო და ჩაიდინა ეს  ძალადობრივი აქტი" - აცხადებს პაატა დავითაია.

რამდენიმე სააათის წინ, სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნან და ფიზიკურად გაუწორდნენ. "სირცხვილიას" ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება საცხოვრებელ სახლთან მოუწყვეს. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორგანიზაცია "სირცხვილია", ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×