რეზონანსი
11.06.2024

სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებს შალვა პაპუაშვილი თავად აწყობს, მისი განცხადებიდან ერთ საათში თავს დაესხნენ ზუკა ბერძენიშვილს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აქტივისტების მიმართ რაც ხდება, პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება.

„შალვა პაპუაშვილი სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებს თავად აწყობს, მისი განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს. პოლიტიკურად პასუხისმგებელია როგორც ცემაზე, ასევე „ტიტუშკების“ ქმედებებზე, რომლებიც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო სცემენ. პარლამენტის თავმჯდომარეს და ხელისუფლებას ეკისრება პაუსიხმგებლობა იმაზე, რაც ხდება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×