რეზონანსი
15.06.2024

ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მალე საქართველოც უკრაინისა და მოლდოვის რიგებს შეუერთდება.

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მათ მიღწევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვანი მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერი მალე თქვენს რიგებს შეუერთდება", - წერს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×