რეზონანსი
15.06.2024

ფლო­რი­და­ში, 14 ფუ­ტი­ა­ნი ალი­გა­ტო­რის კუჭ­ში 41 წლის ქა­ლის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ფლო­რი­დის თევ­ზი­სა და ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის დაც­ვის კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, ალი­გა­ტო­რი, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხეს უქ­მნი­და, ია­რა­ღით მოკ­ლეს.

უზარ­მა­ზა­რი ალი­გა­ტო­რის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ას ად­გი­ლობ­რივ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა - ჯა­მარ­კუს ბუ­ლარ­დმა შე­ნიშ­ნა, რომ მტა­ცე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წილს ჭამ­და და მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და.

„შე­ვამ­ჩნიე, რომ ადა­მი­ა­ნის სხე­ულს ჭამ­და - სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვე­და ტანი იყო. მა­შინ­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ვი­ქე­ცი. იქ და­ა­დას­ტუ­რეს, რომ სხე­უ­ლი მარ­თლაც ადა­მი­ანს ეკუთ­ვნო­და",- თქვა ბუ­ლარ­დმა.

მსხვერ­პლი 41 წლის საბ­რი­ნა პეკ­ჰე­მია, უსახ­ლკა­რო ქალი, რო­მე­ლიც ბა­ნაკ­ში ცხოვ­რობ­და, არ­ხი­დან 50 ფუ­ტის მო­შო­რე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ალი­გა­ტო­რის გაკ­ვე­თის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ საბ­რი­ნას სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბიც იპო­ვა. ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მისი შვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

„დე­და­ჩე­მი უსახ­ლკა­რო მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იყო და მიმ­დე­ბა­რე ტყი­ან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იგი ღა­მით ბა­ნაკ­ში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც ალი­გა­ტო­რი თავს და­ეს­ხა" - წერს საბ­რი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×