რეზონანსი
24.06.2024

უნგრეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ზომების დაწესების მომხრე არ არის, - განუცხადა „ქრონიკას" ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე.

„საქართველოს საკითხის განხილვა დასრულდა: მოქმედი ხელისუფლებისა და მათი ქმედებების მკაცრი და აბსოლუტური დაგმობა. თუმცა, უნგრეთი არ არის [საქართველოს წინააღმდეგ] რაიმე ზომების [დაწესების] მომხრე. [თუმცა] ჩვენ მაინც შეგვიძლია შემოვიღოთ ზომები, რომელიც არ საჭიროებს ერთსულოვნებას", - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.

ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. დისკუსია გაიმართა საქართველოზეც. იმსჯელეს იმ ზომებზე, რომლებიც ევროპამ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო უნდა გაატაროს. დოკუმენტი ევროპელ ლიდერებს გადაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×