რეზონანსი
10.07.2024

„ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე სეგმენტად არის დაშლილი, შინაარსობრივად ერთი არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სიახლე არც მათ ხედვაშია.

„პიროვნული უთანხმოების გამო იყვნენ დაშლილი, თუმცა დღეს ეს ძველი „ნაციონალური ჭაობი" ცდილობს, ახლებურად შეიფუთონ. ეს შეფუთვა ახლებურად არ გამოიყურება და ამომრჩევლის თვალსაზრისით ერთი ბაზა აქვთ, შინაარსითაც ერთი არიან. სიახლე არც მათ ხედვაშია. საქართველოს მიმართ უტიფარი შეტევა სწორედ იმიტომ ხდება, რომ ეს ჭაობი გამოაცოცხლონ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×