რეზონანსი
10.07.2024

საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის" მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.

საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

„საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა, დავით ბარბაქაძე - 1 ხმა, ლალი ბუნტური - 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა.

აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით" გადაიცემა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×