რეზონანსი
10.07.2024

პოლონური პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ კითხვაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღიარა, რომ ეს არის „რთული საკითხი“, რადგან „არაფერია უფრო საშიში, ვიდრე უსაფრთხოების არასანდო გარანტიები“.

მისი თქმით, დღეს ნატოში არსებობს რწმენა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომი დასრულდების შემდეგ შეძლებს. სწორედ ამიტომ, აღიარა სიკორსკიმ, კიევი, ალბათ, ვერ იქნება კმაყოფილი სამიტზე აშენებული „ნატოსკენ მიმავალი ხიდით“.

”მაგრამ ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს”, - თქვა მან.

სიკორსკიმ დასძინა, რომ სამიტზე მოკავშირეები უკრაინას „უზარმაზარ“ მატერიალურ დახმარებას დაჰპირდებიან,  წელიწადში 40 მილიარდი დოლარის ოდენობით .

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაჩვენებთ ნატო ერთიანობას. ნატო შეიქმნა აგრესიული რუსეთის შესაკავებლად. ნატომ ერთხელ უკვე გაიმარჯვა, მეორეჯერაც გავიმარჯვებთ - ფანაცხადა სიკორსკიმ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×