რეზონანსი
10.07.2024

მემარცხენე ბლოკმა „ახალმი სახალხო ფრონტი“, რომელსაც არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება ეროვნულ ასამბლეაში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს ახალი მთავრობის შესაქმნელად დაუყოვნებლივ დაიწყოს მათთან თანამშრომლობა. ამის შესახებ ნათქვამია მათ მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალი სახალხო ფრონტის“ ლიდერებმა, რომელიც „დაუპყრობელი საფრანგეთის“ , სოციალისტების, გარემოსდამცველებისა და კომუნისტებისაგან შედგება,  - მაკრონი გააფრთხილეს "ინსტიტუციების ბოროტად გამოყენების ყოველგვარი მცდელობისგან" და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა "სასწრაფოდ უნდა მიმართოს „ახალ სახალხო ფრონტს“ და მისცეს მას მთავრობის ფორმირების უფლება.

მემარცხენეების მოწოდება მას შემდეგ გაისმა, რაც ემანუელ მაკრონმა არ მიიღო მოქმედი პრემიერ-მინისტრისა და მისი თანამებრძოლის გაბრიელ ატალის გადადგომა.

არჩევნებზე წასვლისას მემარცხენეებს არ ჰყავდათ პრემიერის პოსტზე მკაფიოდ განსაზღვრული კანდიდატი  და ახლა, კვირის ბოლომდე გეგმავენ მის წარდგენას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×