რეზონანსი
10.07.2024

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. 

სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 4 და 5 ივლისის ფოტოებით კი ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.

2022 წელს  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი ჩაძირეს, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა. 

შეგახსენებთ, გასული წლის 5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

მარტში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსული სამხედრო პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×