რეზონანსი
10.07.2024

რუსული გემი ოჩამჩირეში - უმრავლესობა ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს. "ხალხის ძალის" ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

რაც შეეხება რეაქციას, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ვითარებაში, მაწარაშვილს ასეთი პასუხი აქვს - "რა უნდა გავაკეთოთ? შევვარდეთ?"

ის, რომ ოჩამჩირის პორტში სამხედრო გემია გაჩერებული, ის, რომ 30 კმ-ში აქედან რუსის ჯარი დგას, ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ "ვივა-მედში" ბატონ პატიმარ სააკაშვილს. თქვენ კარგად იცით, რომ კონდოლიზა რაისმა პირდაპირ აღიარა, რომ 2008 წელს არავითარი გარანტიები არ მიგვიცია. მან ეს მოახერხა, მისი ხელისუფლებიდან 4 წლის თავზე, რომ დაკარგა ეს ტერიტორიები. აბა რა უნდა გავაკეთოთ? შევვარდეთ? გეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ?"- ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, ხოლო 4 და 5 ივლისის ფოტოებით ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×