რეზონანსი
10.07.2024

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ოპოზიციის მცდელობებზე, ხელი შეუშალონ არჩევნების მშვიდად ჩატარებას. მისივე თქმით, ეს ქმედება ფიასკოსთვისაა განწირული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ოპტიმიზმის საფუძველს კი საზოგადოების ნდობა წარმოადგენს.

„ჩვენთვის ოპტიმიზმის საფუძველი არის საზოგადოების ნდობა, ის მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დღემდე მოიპოვა საზოგადოებისგან და რომელსაც აუცილებლად მოიპოვებს კვლავ. რადგანაც ჩვენ გვაქვს რა ჩვენი შესაბამისი კვლევები და გათვლები, ჩვენ ვხედავთ მხარდაჭერას, ჩვენ ვნახეთ 17 მაისი და გამოსული სრულიად საქართველო სწორედ იმ პოლიტიკისა და იმ ღირებულებების მხარდასაჭერად, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.

ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის, ჩვენი თითოეული მოქალაქის ბედ-იღბალი მათ მიერ გაცემული ნდობის მანდატით, არის სწორედ იმის ფიქრის საფუძველი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ არჩევნებს არა უბრალოდ მოვიგებთ, არამედ ჯანსაღი ამბიცია გაგვაჩნია იმისა, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეთ კვლავაც ხელისუფლებაში და საზოგადოების მხარდაჭერა იმ მასშტაბით მივიღოთ, რასაც რეალურად ვიმსახურებთ.

90–ინი წლებიდან დაწყებული პატარა ანალიზი რომ გავუკეთოთ საქართველოს რეალობას, ქვეყანა როგორც არის დღეს მშვიდობიანი, ეკონომიკურად წინ წასული, ევროპასთან მაქსიმალურად დაახლოებული და იმ ეკონომიკური გათვლებით და პარამეტრებით, რომელსაც საერთაშორისო ინსტიტუცია, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი მუდმივად აქვეყნებს, ასეთი საქართველო 90–ინი წლების მერე არ ყოფილა. იმიტომ, რომ ეს არის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი ხელისუფლება, რომელიც არა უცხოეთის, არა ემოციური, არა სხვისი ინტერესების, არამედ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საქართველოს ინტერესებით დგამს ყველა ნაბიჯს და ეს აუცილებლად დაფასდება ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×