რეზონანსი
10.07.2024

დიდ ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს, ჰერტფორდშირის საგრაფოში "ბიბისის" ჟურნალისტის მეუღლე და ორი ქალიშვილი არბალეტით მოკლეს. პოლიცია ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. 

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, ის 26 წლის კაილ კლიფორდია, რომელიც შესაძლოა, ისევ შეიარაღებული გადაადგილდება.

პოლიციის ინფორმაციით, მოკლულები 25, 28 და 61 წლის ქალები იყვნენ. როგორც მოგვიანებით დადასტურდა, დაღუპულები სპორტული კომენტატორის, ჯონ ჰანტის ცოლი და ქალიშვილები აღმოჩნდნენ.

როგორც ვარაუდობენ, სამმაგი მკვლელობისას არბალეტი გამოიყენეს, თუმცა დანაშაულის ჩადენისას, შესაძლოა სხვა იარაღიც ყოფილიყო გამოყენებული.

პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, ეჭვმიტანილს არ მიუახლოვდნენ და მასთან კომუნიკაცია არ დაამყარონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×