რეზონანსი
10.07.2024

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკვე ამ ზაფხულს უკრაინა მიიღებს F-16 ტიპის გამანადგურებლებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, F-16-ის [უკრაინისათვის] გადაცემა სრულად მიმდინარეობს", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ნატოს საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას თვითმფრინავებს დანია და ნიდერლანდები აწვდიან.

„ეს გამანადგურებლები ამ ზაფხულს უკრაინის ცაში იფრენენ, რათა უკრაინამ გააგრძელოს ეფექტური დაცვა რუსული აგრესიისგან", - დასძინა მან.

მანამდე ნორვეგიის მთავრობამ უკრაინისთვის ექვსი ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაცემა გადაწყვიტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×