რეზონანსი
11.07.2024

კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მო­ზარ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი დე­ი­და, თა­მუ­ნა ბე­ლი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თას:

“ჩვე­ნი პა­ტა­რა ვარ­სკვლავ­ბი­ჭუ­ნა, ჩემი დის­შვი­ლი კონ­სტან­ტი­ნე, ჩვე­ნი wonder boy, ჩვე­ნი space wanderer აღარ გვყავს! ყო­ველ­თვის ცის ბიჭი იყო და გა­მო­ე­კე­რა ცას, შე­უ­ერ­თდა მა­ნა­თო­ბე­ლი ვარ­სკვლა­ვი სხვა ვარ­სკვლა­ვებს. არც მჯე­რა ამ პოსტს რომ ვწერ. კონ­სტან­ტი­ნე კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქეა და ტრა­გი­კუ­ლად დაგ­ვე­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბის დროს… ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზის გა­და­სას­ვე­ნებ­ლად და კა­ნა­და­ში და­საკ­რძა­ლად დიდი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო… გთხოვთ, ვინც გულ­თან მი­ი­ტანთ ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ა­ზი­ა­რეთ პოს­ტი… გმად­ლობთ“, - წერს და­ღუ­პუ­ლი ბავ­შის დე­ი­და.

gofundme.com -ზე, სა­დაც ოჯა­ხი ბი­ჭის გა­და­სას­ვე­ნე­ბელ თან­ხას აგ­რო­ვებს, მშობ­ლე­ბი სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზეც წე­რენ.

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა,

დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით ვი­ზი­ა­რებთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კონ­სტან­ტი­ნეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს. რო­გორც ზო­გი­ერ­თმა თქვენ­გან­მა უკვე იცით, ორ­შა­ბათს, 8 ივ­ლისს, 2024 წელს, დე­დას­თან და პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბის დროს, ის მე­ო­თხე სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და.

კონ­სტან­ტი­ნე გა­სულ თვეს 8 წლის გახ­და. ის იყო ბედ­ნი­ე­რი, აქ­ტი­უ­რი, ნა­თე­ლი, კე­თი­ლი და ნაზი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც ყვე­ლა აღ­მერ­თებ­და. ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც მისი მშობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან ამ და­კარ­გვის გამო, აუ­ტა­ნე­ლია.

შვი­ლის ნეშ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­დან კა­ნა­და­ში გა­და­სას­ვე­ნებ­ლად, კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. მო­დით გა­ვერ­თი­ან­დეთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ კონ­სტან­ტი­ნეს ხსოვ­ნას და შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ ოჯა­ხის ტვირ­თი.

წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას სი­კე­თი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის.

ირი­ნა - მა­ცა­სა და ალექ­სის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი (კონ­სტან­ტი­ნეს მშობ­ლე­ბი).“

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×